“მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა.” – ამის შესახებ აშშ-ს საელჩო საქართველოში თავის ფეისბუკის გვერდზე წერს.
“იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით. მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს.” – ნათქვამია ინფორმაციში.