“მძღოლების პროტესტი უკავშირდება საწვავის გაძვირებას და პანდემიის გამო შეკვეთების შემცირებას. თუმცა არც ერთ ამ მოვლენასთან „მაქსიმს“ საერთო არაფერი აქვს. – ამის შესახებ სერვის „მაქსიმის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ:
“აქ არ არის მარტივი გამოსავალი. ტაქსით მომსახურებაზე ფასის გაზრდა გამოიწვევს მგზავრობების რაოდენობისა და მძღოლების შემოსავლის შემცირებას.
ფასწარმოქმნის პროგრამული ალგორითმების გარდა სერვის „მაქსიმში“ მოქმედებს შეთანხმების მექანიზმი, როდესაც მგზავრს შეუძლია პირდაპირ მოსთხოვოს მძღოლებს თავიანთი ფასი და აირჩიოს ის, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მგზავრები უარს ამბობენ ისეთ შეთავაზებებზე, სადაც მძღოლები ძალიან ზრდიან ფასებს, ამ მოდელით განხორციელებული მგზავრობების ფასები კი ახლოსაა ავტომატურად გაანგარიშებულ ფასებთან.
გასათვალისწინებელია, რომ ტაქსით მგზავრობის ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით, იმით, თუ რამდენად თანხმდებიან მგზავრი და მძღოლი მგზავრობაზე. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მგზავრობა უბრალოდ არ შედგება.” – ნათქვამია სერვის „მაქსიმის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.