LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა – რა ხდება ფონიჭალაში

დაპოსტა 2020/08/03-ში
A A
155
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

წავიდა თავის დედიკოსთან – გარდაიცვალა ახალაგაზრდა გოგონა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
წავიდა თავის დედიკოსთან – გარდაიცვალა ახალაგაზრდა გოგონა
მთავარი

სოციალურ ქსელში მოზარდის, ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. „დედა ღვთისმშობლის შობას წავიდა თავის დედიკოსთან! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზო“, - წერს ოჯახის ახლობელი. მისივე ინფორმაციით, გოგონას ტვინსა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"