მარტვილში ღვთილმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვა ჩატარდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ასევე ძალიან დიდი რაოდენობით სამარშუტო ტაქსები. პირველი მსახურება ჭყონდიდში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მეუფე სტეფანემ გუშინ აღავლინა.
მსახურებას მრევლის სტატუსით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულები ესწრებოდნენ.
წინა შემთხვევების მსგავსად, მეუფე სტეფანეს გვერდით ისევ არ იდგნენ ის სასულიერო პირები, რომლებმაც მიტროპოლიტთან ერთად ღვთისმსახურებაზე უარი თქვეს.