დასრულდა მთავრობის საკონსულტაციო შეხვედრა. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკა კარანტინშია. ასევე ჩაკეტილია მარნეულის და ბოლნისის შესასვლელი და გასავლელი. გადაწყვეტილება მარნეულში ახალაი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის გამო მიიღეს, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა და საკუთარი ავადობის ისტორიას მალავდა. ავერსის კლინიკა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ასევე ჯეო ჰოსპიტალთან მოეწყობა საველე ჰოსპიტალი. პრემიერმა აღნიშნა, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მაჩვენებელი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ადგილობრივი მედიასაშუალებები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში, ხვალ დილიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაიწყება კარდაკარ შემოწმება , ტემპერატურის გაზომვა და გამოკითხვა.
„კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას , როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის“ კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გაირკვა. რომ დაინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა წლისთავზე სადაც სტუმრები მარნეულიდან და ბოლნისიდან იმყოფებოდნენ.