მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საუბარია ვიდეო რგოლზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების სურათები საბოლო ჯამში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სურათს კრავს. ვიდეორგოლი ტელეკომპანიაში მოძრაობა „სირცხვილიამ“ განათავსა.
როგორც „მთავარი არხის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა განაცხადა მარეგულირებელმა ჯარიმის ყველაზე მაღალი ფორმა გამოიყენა, რაც აქამდე მიუღია.
გარდა ამისა, მარეგულირებელმა ტელეკომპანიას ვიდეორგოლების, სახელად “კლავს” გამოც დაადო სანქცია.