LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მამლუქი გოჩა გარდაიცვალა – ნახეთ რას ამბობდა ის ბოლო ინტერვიუში

მამლუქი გოჩა გარდაიცვალა – ნახეთ რას ამბობდა ის ბოლო ინტერვიუში

დაპოსტა 2022/09/29-ში
A A
232
ნახვა
გაზიარება

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ფილმის, „მამლუქის“ გმირი ვაჟა ჯოჯუა – პატარა გოჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“, მისმა მეუღლემ, იამზე კიკალიამ მიაწოდა.

ფილმი „მამლუქი“ გადაღებულია სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რომელიც პირველად ეკრანებზე  60 წლის წინ, 1959 წლის 3 ნოემბერს გამოჩნდა.

მამლუქ გოჩას, იგივე ვაჟა ჯოჯუას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, „პარაიმტაიმმა“ აბაშაში მიაგნო და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

– 1948 წლის 14 იანვარს დავიბადე აბაშაში. საშუალო სკოლა აბაშაში დავამთავრე და შემდეგ სოხუმის უმაღლეს სასწავლებელში – საოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავირიცხე. ამჟამად 71 წლის ვარ.

 

ვცხოვრობ აბაშაში, ლტოლვილი ვარ აფხაზეთიდან. 1976 წელს დავქორწინდი იამზე კიკალიაზე. როცა ომი დაიწყო, ცოლ-შვილით და ერთი ჩანთით გადმოვსახლდი აბაშაში.

 

ყველაფერი მქონდა მაგრამ, ომის დროს ყველაფერი დავკარგე. ამ ეტაპზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვცხოვრობ სოფლის ცხოვრებით, ვმუშაობ.

 

თავისუფალ დროს კი ტელევიზორთან ვატარებ – დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. მყავს ქალ-ვაჟი ივეტა და გივი ჯოჯუები და ოთხი შვილიშვილი – ნიკა და ლუკა ჯოჯუები, თეკლე და ელენე მესხები.

 

– როგორ მოხვდით ლეგენდარულ ფილმში „მამლუქი“ და რამდენი წლის იყავით გადაღებების დროს?

 

– მაშინ 10 წლის ვიყავი. სკოლის პერიოდში, ცეკვის წრიდან გასტროლზე წაგვიყვანეს ფოთში. ფილმის დამდგმელმა რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, ბატონმა დავით რონდელმა, პირველად სცენაზე მნახა, სრულიად შემთხვევით.

 

იმ დროს, რეჟისორს ფილმ „მამლუქისთვის“ უკვე აყვანილი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა. დავითმა, ცეკვის დროს დამინახა სცენაზე და მოვეწონე. აქედან შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა.

 

მე და ხვიჩა – დავით დანელია ერთი ასაკის ვართ. ამის შემდეგ შევასრულე გოჩას როლი. ფილმში მონაწილე მსახიობებიდან, არავინ აღარ არის ცოცხალი. მხოლოდ მე და ხვიჩა – დათო დანელია შემოვრჩით.

 

ჩემს გვერდით ფილმში ლეგენდარული მსახიობები მონაწილეობდნენ – დუდუხანა წეროძე, რომელიც დედის როლს ასრულებდა, ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), მანანა ლონდარიძე (ცირა), აკაკი ხორავა, ლია ელიავა, გიორგი შავგულიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი და სხვები.

 

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ბავშვობაში თავსდატეხილი პოპულარობის შემდეგ?

 

– ზღაპრული ცხოვრება მქონდა. მთელი ევროპა მაქვს მოვლილი. 6 წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი. ახლაც ვაპირებ წასვლას. მართალია „ბედკრული საქართველოს შვილების“ სახელით ვართ ცნობილი, მაგრამ მინდა გითხრათ, ჩვენ არ ვართ ბედკრული საქართველოს შვილები, არ არის საქართველო „ბედკრული“. დღემდე, „გოჩას“ მეძახიან აბაშაში და შვილებს „ჩემი გმირის“ ისტორიას აცნობენ.

 

– „მამლუქის“ გარდა, თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული სხვა ფილმებში?

არა, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა. სკოლა სოხუმში დავამთავრე. თბილისში წამყვანი არავინ მყავდა და კინოკარიერა ვეღარ გავაგრძელე. თბილისში რომ მეცხოვრა, ალბათ ბედი გამიღიმებდა და არავინ იცის როგორ განვითარდებოდა ჩემი მოღვაწეობა. არ იყო მაშინ ის ცხოვრება, როგორიც ახლა არის. მშობლებს ეკონომიურად უჭირდათ და ჩემი თბილისში ჩამოყვანა ვერ შეძლეს.

 

– რა ურთიერთობა აქვს ამ ეტაპზე „გოჩას“ და „ხვიჩას“?

 

– დათოსთან დიდი ხანია აღარ მაქვს კონტაქტი. ვიცი, რომ ადრე პოლონეთში ცხოვრობდა. რუსი მეუღლე ჰყავს და ერთი ვაჟი. გასულ წლებში ხშირი კონტაქტი გვქონდა, მაგრამ წლებია აღარ დამკონტაქტებია.

 

– თქვენთან ინტერვიუ ჩვენმა მკითხველმა მოითხოვა. გინდათ რამე უთხრათ მათ?

 

– მიყვარს ძალიან ჩემი საქართველო. ვამაყობ, რომ მე ვარ ქართველი. დიდი მადლობა ჩემს ერს ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. გმადლობთ, რომ ისევ ვახსოვარ ჩემს ხალხს.

Primetime.ge

გაზიარება93

დაკავშირებული -პოსტები

ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო
მთავარი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე“ მი­ი­ღო. რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 324 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, 25 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 87-მა თავი შე­ი­კა­ვა. რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი: "მო­ი­თხოვს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ...

დაწვრილებითDetails

“ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი ” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო\ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის - ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7276 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

“თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის” – კახი კალაძე

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
კახა კალაძე
მთავარი

თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს. დღეს ამის აუცილებლობა არაა - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა. ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში გურამის მეტოქე მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) მეორე გამარჯვება მოიპოვა – მერვედფინალში ქართველმა დამატებით დროში იპონით გერმანელი კონე დაამარცხა. თუშიშვილი ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
ეკონომიკა

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 189 820 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული...

დაწვრილებითDetails

სიყვარულის ჯეკპოტს ივნისში ზოდიაქოს 5 ნიშანი მოიგებს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კურო ივნისი კუროებს ახალ რომანტიკულ შესაძლებლობებს და სასიამოვნო სიურპრიზებს მოუტანს. თქვენი ბუნებრივი მიმზიდველობა და სტაბილურობა სხვებისთვის მაგნიტივით იმოქმედებს. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, ეს იდეალური დროა კავშირის გაღრმავებისთვის და საერთო გეგმების...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს ბედი ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს
მთავარი

კურო კვირა დაიწყება მშვიდი განწყობით, რადგან მთვარე თევზებში თქვენს ემოციურ ჰარმონიას გააძლიერებს. 17 ივნისიდან მარსი ქალწულში გაააქტიურებს პარტნიორულ თემებს და თქვენ წინ გელით სასიამოვნო, რომანტიკული დღეები. 20 ივნისს მზე კირჩხიბში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"