დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა.
ის გუშინ,სოფელ მუხრანში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან მეზობლის ავტომობილით მიიმალა.
მეზობლები დანაშაულის მოტივზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ბიჭმა ოჯახის წევრებზე შური იძია, ვინაიდან შეიტყო, რომ მის დედაზე ბაბუა სექსუალურად ძალადობდა.
ოკინაშვილი 14-წლიანი სასჯელი მოხდის შემდეგ ციხიდან 10 დღის გათავისუფლებული იყო.
ის სასჯელს ასევე მკვლელობის გამო იხდიდა.
შსს-ში განგვიმარტეს, რომ უწყება ოკინაშვილის დაკავების ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.