,,მძულს ყველა მკვლელი მაგრამ მე დღეს პირველად ვამართლებ მკვლელ დედას😔 შვილის გამო ყველაფერზე წავალ, გავრცელდა ინფორმაცია რომ მამინაცვალი ცდილობდა 14 წლის გერის გაუპატიურებას
მეზობლებს რაც შეეხება ვეტყოდი რომ პოლიციაში დარეკვა არაა სირცხვილი.
ბავშვობიდან ვიცნობ გოგოს იმის მიუხედავად რომ შშმ პირია არაადეკვატური არაა…” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
მკვლელობა მოხდა სამტრედიაში. დანაშაულში ბრალდებულია 30 წლამდე ქალი, რომელმაც მეუღლეს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა გერს უტაქტოდ მიმართა, რის შემდეგაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი დაიწყო, რასაც მკვლელობა მოჰყვა.
ამ ეტაპზე ქალბატონი დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლით.