ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ, ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის შემოვლითი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია, ავტომობილებს ძველი გზით უწევთ გადადგილება.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული.