აშშ-ში, მერილენდის შტატში მამაკაცი გველებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. შედეგად, მან, შემთხვევით, საკუთარი სახლი გადაწვა. ინფორმაცია Associated Press ავრცელებს.
მისი ცნობით, ხანძარი სარდაფში გაჩნდა. მამაკაცმა იატაკზე ნახშირი დაყარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქვე აალებადი მასალები იყო. შედეგად შენობას ცეცხლი მოეკიდა, რომელმაც სახლი გაანადგურა.
ზარალი 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გველების მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცივი ამინდის დადგომასთან ერთად გველები დასამალ ეძებენ ადგილებს და ბზარების აღმოჩენის შემთხვევაში, სახლებში აღწევენ.