საკანონმდებლო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის ბიჭის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა მოვიდნენ. თუმცა ისინი ადგილზე მობილიზებულმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში არ შეუშვეს.
დაცვის თანამშრომლებმა ენმ-ს წევრს თინა ბოკუჩავას მიმართეს და უთხრეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა და არა მაჩალიკაშვილს, რომელზეც საშვი დაშვებული იყო.
სამრთალ დამცველების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა, შვილმოკლული მამის თქმით ხელისფლებას სიმართლის ეშინია. ამ დროს შვილმომლული მამა შეიძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მაჩალიაკშვილი პარლამენტის უკანა გასასვლელიდან გაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილი და ბოკუჩავა აპირებდნენ ბირფინგის გამართვას, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვათ.