მათ ვინც კორონავირუსით ეკლესიებში დაინფიცირდება, ლოცვით ვუმკურნალებთ. ამის შესახებ იტალიის რეგიონის – კამპანიის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია lercio ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, განცხადება ვინჩენცო დე ლუკამ იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მატეო სალვინის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გააკეთა. სალვინის ქვეყნის მასშტაბით COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ეკლესიების გახსნა უნდა.