“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილი საკუთარ არჩევანს მე-40 საარჩვენო უბანზე, მეორე საჯარო სკოლაში გააკეთა.
”არჩევანი გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისათვის. ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისათვის. დღეს ქუთაისი და საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს ვიზრონოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე.
რაც შეეხევა ოპოზიციოს ბოიკოტს ეს მათი გადაწყვეტილებაა და შეიძლება ითქვას რომ ეს მათი სტილიც არის მეორე ტურში მუშაობის. ჩვენ ღირსეულად გავიარეთ ორივე ტური და დარწმუნებული ვარ ამ ღირსეული მუშაობიდან გამომდინარე ჩვენი ამომრჩევლები მხარს დაგვიჭერენ , მათი ამომრჩევლები კი მათ პასუხს აგებინებენ მათი გადაწყვეტილების გამო.” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.