LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მადლობას ვუხდი ამერიკელ ხალხს- დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა

დაპოსტა 2021/01/20-ში
205
ნახვა
გაზიარება

 

მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერილი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ახალ ადმინისტრაციას წარმატებებსა და იღბალს უსურვებს.

„45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა”, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტობის გზის გავლაში დაეხმარნენ, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის ოჯახს, გენშტაბის უფროსს, მარკ შედოუს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს.

„ყველაზე მეტად მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერელი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის “, – აღნიშნა ტრამპმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალადობა დაუშვებელია.

„ყველა ამერიკელი შეაძრწუნა კაპიტოლიუმზე განხორციელებულმა თავდასხმამ. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ, როგორც ამერიკელები ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. ამის დაშვება შეუძლებელია,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ახლა ამერიკელ ხალხს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ერთიანობა.

“ახლა, როგორც არასდროს, უნდა გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების გარშემო და დავდგეთ კერძო სიბრაზეზე მაღლა და გამოვჭედოთ ჩვენი საერთო ხვედრი,“- აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა საკუთარი ადმინსტრაციის მიღწევებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში შესაძლებელი გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის რეკორდულად მცირე დროში შექმნა.

„სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, 10-მდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ყველაზე დიდ მიღწევად მან ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.

„განსაკუთრებით მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია,“- აღნიშნა ტრამპმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა მუდმივი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, ყველაზე დიდი საფრთხე თვითდაჯერებულობის დაკარგვაა.

„ახლა, როდესაც თეთრ სახლს ვტოვებ, ვფიქრობ იმ საფრთხეებზე, რომელიც იმ ფასდაუდებელ მემკვიდრეობას ემუქრება. როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ერი, ამერიკა მუდმივი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საზღვარგარეთიდან. მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის საკუთარი თავისა და ქვეყნის მიმართ რწმენის დაკარგვა,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მოძრაობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მხოლოდ დასაწყისია და იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება.

„მე ვიბრძოდი თქვენთვის, მე ვიბრძოდი თქვენი ოჯახისთვის, მე ვიბრძოდი ჩვენი ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვიბრძოდი ამერიკისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ის მხარს უჭერს : ეს არის უსაფრთხოება, ძლიერება, სიამაყე და თავისუფლება. მოძრაობა, რომელიც დავიწყეთ, მხოლოდ დასაწყისია. აქამდე მსგავსი არასდროს ყოფილა. იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება, არამედ ყოველდღიურად მხოლოდ გაძლიერდება. ვიდრე ამერიკელი ხალხი გულით ატარებს ქვეყნისადმი ღრმა და ერთგულ სიყვარულს, ამ ერისთვის მიუღწეველი არაფერია.

მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

თუკი ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, მისთვის [ნატო-ს] კარი ღია უნდა დარჩეს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომელმაც სენატორ რენ პოლის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, უჭერდა თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

რენ პოლი მას არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, საქართველო რომ ნატო-ში გაწევრიანებულიყო, „ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა“, ბლინკენმა კი უპასუხა, რომ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს მხოლოდ ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ ახორციელებს.

„მე საწინააღმდეგოს ვფიქრობ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატო-ში, არ არიან რუსეთის აგრესიის სამიზნეები“, – განაცხადა ბლინკენმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ანტონი ბლინკენის მოსმენა რამდენიმე საათის წინ გამართა. ბლინკენს კითხვები საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ, მათ შორის ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან, ჩინეთის მიმართ აშშ-ის სტრატეგიასთან, ნატო-ს გაფართოებასთან, იემენის კონფლიქტთან, კორონავირუსის პანდემიასთან და რუსეთთან გაფორმებულ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებასთან (New START) დაკავშირებით, დაუსვეს.

გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
452
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
362
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
185
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
180
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
18
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
14
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
35
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».