უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ქუთაისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება , ქალაქში მოქმედ უფასო სასადილოებში გატარდეს დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები.
ორშაბათიდან „მადლიერების სახლის“ უფასო სასადილოებში საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა და აღარ მოხდება ადგილზე კვება. იმისთვის, რომ საკვების გაცემა იყოს უსაფრთხო, უფასო სასადილოების თანამშრომელები გააკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას , შესაბამისი სადეზიფექციო ხსნარების გამოყენებით. ხოლო სასადილო ოთახში ერთდროულად 2-3 მოქალაქეზე მეტი ვერ შევა.
ამავდროულად, დღეში ორჯერ, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს „მადლიერების სახლის“ და უფასო სასადილოების შენობების სადეზინფექციო სამუშაოები.
ისრაელი ცეცხლის ქვეშაა – ირანმა რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. „მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, -...