LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლიცენზიას არავინ არ ყიდის – დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებზე

ლიცენზიას არავინ არ ყიდის – დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებზე

დაპოსტა 2023/11/20-ში
A A
74
ნახვა
გაზიარება

დავით ხიდაშელი რაჭის ტყეებზე სამონადირეო ლიცენზიას არ ყიდის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „ბიზნესპრესნიუსს“ თავად განუცხადა.

საქმე ეხება გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით ხიდაშელის კუთვნილმა კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია გაყიდა. „ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, – ნათქვამი იყო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ამ განცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიცია აღნიშნულ ლიცენზიასთან დაკავშირებით. „ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.

გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა“, – აღნიშნული იყო სამინისტროს განცხადებაში.

დღეს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ბიზნესმენი ხიდაშელის განცხადება ლიცენზიის გაყიდვასთან დაკავშირებით არც სამინისტროს და არც გარემოს დაცვის სააგენტოს არ მიუღია.

ასევე, სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ხიდაშელს არ აქვს უფლება გაყიდოს ლიცენზია. ამის მიზეზი კანონის ორი, სხვადასხვა ჩანაწერია:

# სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, იურიდიული პირის წილის მესაკუთრის ცვლილება არ ახდენს გავლენას იურიდიული პირის ვალდებულებებზე, რადგან იურიდიული პირი დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.

# „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ამასთან, ლიცენზიის გადაცემისათვის აუცილებელია, ლიცენზიის გამცემის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ცვლილებების შეტანა სალიცენზიო რეესტრში და ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსი“ დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „100%-ით მართლები არიან (სამინისტრო), ლიცენზიას არავინ არ ყიდის“.

პარალელურად, რაჭაში აქტიურად აპროტესტებენ რეგიონის ტყეების 105 ათასამდე ჰექტარზე 49-წლიანი ლიცენზიის გაცემას კერძო კომპანიაზე, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. პროტესტმა ორი დღეა დედაქალაქში გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროსთან გადმოინაცვლა.

პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მფლობელის ცვლილება პროცესის შინაარს ვერ შეცვლის და სახელმწიფო უბრალოდ ცდილობს, რუსეთთან და ხელისუფლებასთან კალებ კავშირში მხილებული კომპანიისთვის რაჭის ტყეების გადაცემას.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა პოზიციები იცვლება. გასულ წელს, როცა პირველი პროტესტი იყო, ხიდაშელმა ახსენა ლიცენზიის 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდვა. იგივე რიტორიკა, რაც რამდენიმე დღის წინას ჰქონდა.

მეორე და მთავარი ნაწილი ის არის, სახელმწიფო ფიქრობს, რომ პროტესტი მთლიანად რუსული წარმომავლობის ფულის გამოა და მფლობელს ცვლიან. ამით არგუმენტს ანეიტრალებენ. ეს მათი თვალსაწიერია, რომ ეს აღარ იქნება რუსეთის კაცი და ლიცენზია თვითონ ძალიან კარგია. სამინისტროს პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ ვატყუებთ საზოგადოებას. ლამის სოციალურ პროექტად გამოიყვანეს ეს ლიცენზია, რომ ვიღაც ფულს ხარჯავს ტყის გადასარჩენად და ამით არანაირი მოგება არ ექნება ბიზნესმენს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად ხედავს, პროცესის არსს და სახელმწიფოს მყიფე პოზიციასაც, რომელმაც 49 წლიანი ლიცენზია ისეთ პირზე გასცა, რომელიც მათივე თქმით, ვალდებულებებს ვერ ასრულებს. არ მისმის ამან პროტესტი როგორ უნდა შეაჩეროს, როცა 105 ათასამდე ჰექტარ ტყეზე, სახლემწიფ სწორ ლიცენზიანტს ვერ არჩევს” – უთხრა გოლეთიანმა „ბიზნესპრესნიუსს“.

bpn.ge

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა
მთავარი

თბილისი ავარია მსხვერპლით დასრუდა. როგორც  გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" წერს შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მოხდა. ,, სამწუხაროდ რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს 1 ადამიანი დაიღუპა 😔 იარეთ ფრთხილად ❗️❗️❗️" - წერა ,,ჩემი ქალაქი...

დაწვრილებითDetails

ორთაჭალაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ავარია მოხდა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე. დაღუპულია ერთი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის…”- რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ცნობილია ისანში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­საც. ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და...

დაწვრილებითDetails

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა
მთავარი

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა. თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა მოიმოქმედა Puff Daddy-მ განაჩენის გამოცხადების შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
მთავარი

შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების - სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის - თავიდან აცილება მოახერხა....

დაწვრილებითDetails

21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. ხვალ...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ივნისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1995 წ. დაბადებული ე.ქ, 1969 წ. დაბადებული ჰ.ნ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"