ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში შოკიმომგვრელი და მიუღებელია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაშია აღნიშნულია რომ, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ორგანიზატორების წინააღმდეგ და დაუშვას ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების დამოუკიდებელი გამოძიება.
“ნებისმიერი სხვა მიმართულება შეუსაბამოა საქართველოს დემოკრატიულ მონაპოვართან”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.