ლიბიის დასავლეთით, ზღვისპირა ქალაქ ელ-ხუმსში, ორ სხვადასხვა ადგილას, ჯამში, 27 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
დამხრჩვალთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალია. „სხეულების ხრწნის ხარისხი მიუთითებს იმაზე, რომ მათი ნავი რამდენიმე დღის წინაა ჩაძირული“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.