მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ.
როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ცელებრული შეშუპება, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სახის ძვლებისა და ქალა-სარქველის მოტეხილობა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც შსს-ში აუცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.