მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
როგორც ცნობილი გახდა, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.
„ლელა წურწუმია ინფიცირებულია, ის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. კოვიდი გუშინ დაუდასტურდა.
ახლა, ძალიან ვღელავთ ე.წ. შესაძლო კლასტერზე – მას ხმის რეჟისორებთან, მეგობრებთან, სცენის სპეციალისტებთან ჰქონდა კონტაქტი.
მართალია, მსმენელი რისკის ქვეშ არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ბათუმში გამართული კონცერტის შემდეგ ის დაინფიცირდა, სიმპტომების გამოვლენა 7 აგვისტოს ემთხვევა“ – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.