ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება, – ამ შინაარსის ვიდეო – მიმართვას აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ლევან ვარშალომიძე განცხადებაში ამბობს, ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა უნდა შეწყდეს.
„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა.