“ლელა მაშინ გავიცანი გრაფს და ნეფოს რომ ახლდა ჩვენთან სტუდიაში. თავისთვის იჯდა მოკრძალებულად, ძალიან ლამაზი გოგონა. დღეს გავიგე აღარ არის…. დავდუმდი….” – წერს ტელეწამყვანი ნანა თევდორაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით დები გოგოჭურები თბილისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელმა დაწერა.
“როგორ დამწყდა გული… კარგად არ ვიცნობდი ლელას, მაგრამ მახსოვს როგორც კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი… არ შეიძლება ასეთ ტრაგედიას ბედი ეწოდოს… ერთ ოჯახში, ორი და, ერთ დღეს გარდაიცვალა”,- წერენ მეგობრები.