ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეეფარდა.
პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. დაცვის მხარე, დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 – ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.
პროკურორმა, ოთარ სამუნაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს საფრთხე მოწმეებზე ზეგავლენის და მიმალვის.
სხდომა მედიისთვის დახურული იყო. მედიასთან არ საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები.
27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა საქართველოში გერმანიდან ჩამოსული ტურისტი გაუპატიურება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.