კულტურის მინისტრ წულუკიანს ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ . ადგილობრივმა აქტივისტებმა და სტუდენტებმა წულუკიანს აქცია მოუწყვეს -“მოღალატეები ხართ… სირცხვილი” – მიმართავდნენ აქციის მონაწილეები მინისტრს.
მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლზე რომელსაც წულუკიანი, ოცნების დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ერთად ესწრებოდა, ქართველმა სტუდენტებმა და აქტივისტებმა რუსული კანონისა და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
ერთ-ერთი მათგანი, თამარ დემურია “ფორმულასთან” აცხადებს, რომ წულუკიანის დაცვამ ერთ-ერთ სტუდენტს კბილი მოატეხა.