კორუფციულ გარიგებაში ცოლის სავარაუდო მონაწილეობის გამო, ესპანეთის პრემიერი შეიძლება გადადგეს.პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
განცხადებაში ესპანეთის ლიდერმა თქვა, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება – უნდა გააგრძელოს მთავრობის ხელმძღვანელობა თუ უარი თქვას მასზე. მისი ცოლი, ბეგონა გომესი, კორუფციაშია ეჭვმიტანილი. პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი ცოლი აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ესპანეთის სასამართლომ სანჩესის ცოლის მიმართ წინასწარი გამოძიება დაიწყო.