LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება მომავალი წლისთვის გადაიდო

კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება მომავალი წლისთვის გადაიდო

დაპოსტა 2019/10/16-ში
A A
82
ნახვა
გაზიარება

ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, წელს არ მოხდება.

„ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკის სამინისტროში მოიკითხა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა. როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც ბუნებრივი აირის დეტექტორების გამოყენების ვერსიასაც მოიცავს, ამჟამად მიმდინარეობს, რა პროცესიც წლის ბოლომდე დასრულდება.

“მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად დაცული, ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟი მოხდეს ლიცენზირებული, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ და განხორციელდეს მკაცრი კონტროლი გაზის არასწორი მოხმარებით გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციისთვის. ამ მიზნის მისაღწევად კერძო სექტორთან ერთად მუშავდება სხვადასხვა სქემები, მათ შორის დეტექტორების გამოყენების ვერსიაც. საბოლოო შედეგები ასახული იქნება ტექნიკური რეგლამენტის პროექტში “, – განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, 28 იანვარს განაცხადა, რომ ახალაშენებულ კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდებოდა, ხოლო ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებდნენ.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ზამთრის ბოლო სეზონზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში, მათ შორის 16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

თეგები: გაზიგაზის დეტექტორიტრაგიკული შემთხვევა
გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის იუბილეს მისალოცად ეწვევიან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც. არსებული...

დაწვრილებითDetails

მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ...

დაწვრილებითDetails

წყალი 20 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს: თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/20/2026 22:00 დან 11/21/2026...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი მონაზონ ბაგრატ (ბაგრატიონის) გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა სვეტიცხოველში არსებული წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი). მონაზონი ბაგრატი ამჟამად დასვენებულია...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ვლადიმიროვკაა, რომელიც ფარავნის ტბის ნაპირზე მდებარეობს. ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ
მთავარი

ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. სოციალურ ქსელში დაღუპულებს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდა ქალი ვერიკო ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
აგსგდდჰრადრჰ
მთავარი

ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ახლა მაშველები დანარჩენ 2 ადამიანს ეძებენ. ქალის ცხედარის ამოყვანას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს.   მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 2...

დაწვრილებითDetails

ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ახლა მაშველები დანარჩენ 3 პირს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
მთავარი

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, 3 წლის თაია  რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კონტაქტური და ადეკვატურია. მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს შესაბამისი სამედიცინო კვლევები...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი. ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"