კორონა ვირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა, 19 წლის დედა გარდაიცვალა.
იგი რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გოგონა მეორე შვილის დაბადებას ელოდა, როდესაც დაინფიცირდა. არავინ იფიქრებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასე გართულებას.
იგი თბილისის კლონიკაშიც გადაიყვანეს, თუმცა ამაოდ .
დღეს გლოვაა მის სოფელში. შინ დედას ორი პატარა ელოდება, რომელთაგან ერთი არც კი უნახავს.
,,უკვე მერამდენე დღეა 19 წლის გოგო, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ორი შვილი გააჩინა სიკვდილს ებრძვის,
მეექვსე დღეა აპარატზე შეერთებული უგონო მდგომარეობაში, ექიმები გადარჩენის იმედს არ გვაძლევენ, ძნელია ისაუბრო ბიძაშვილზე, დედაზე რომელმმაც ბავშვის გადარჩენა ითხოვა სიცოცხლის გადარჩენის ნაცვლად, დედამ რომელსაც თვალით არ უნახავს მეორე პატარა, მკერდზე არ მიუკრავს და არ უგრძვნია შვილის სუნთქვვა, პირველი კი, პირველი სიხარული მამას დაუტოვა იმის იმედად რომ მალე დაუბრუნდებოდნენ ოჯახს…
ეს მძიმე ტანჯვა კი რისთვის, კოვიდ ვირუსის გამო, თავად ჩვენი ადამიანების გაუფრთხილებლობითა და წინდაუხედულობით, მერე რა რომ ვისურია, მერე რა რომ დღეში ათასობით ადამიანი იღუპება.
საბოლოოდ გულთან არავის მიაქვს, ჩვეულებრივ განვაგრძობთ ქეიფსა და დროს ტარებას, გართობას, ზღვაზე დასვენებასა თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
აღარ გვახსოვს რომ საფრთხეს თავს კი არა სხვებს მეტად ვუქმნით, ორსულებსა და მოხუცებს, რომელთა ძალა სხვა სასიცოცხლო ბერკეტებისაკენ არის მიმართული.
საბოლოდ კი შედეგი მძიმეა, როდის უნდა დაფიქრდეს ადამიანი, როდის შეიძლება დაანებოს თავი თვითკმაყოფილებაზე ზრუნვას და გაიაზროს რასთან გვაქვს საქმე?
მხოლოდ სასწაულის იმედი გვაქვს, “-წერდა ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში გოგონას გარდაცვალებამდე.
სასწაული არ მოხდა! 🙁