საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
https://stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 218 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 პირია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დილის შემდეგ დადასტურებული COVID 19-ის 4 შემთხვევიდან ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისი თქმით, ოთხივე შემთხვევა მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ ახალი პაციენტებიდან 2 ბათუმში, ხოლო 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსდება. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, 1 პაციენტი უკვე მიიყვანეს კლინიკაში, ხოლო მეორე გზაშია.
მარიან ეზუგბაიას თქმით, ახალადდაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ.