რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 8-10 თვე დასჭირდება.
„ვაქცინის შემუშავება მოკლე დროში არ მოხდება. ვაქცინა 8-10 თვეზე ნაკლებ დროში ვერ შეიქმნება. თანაც, ეს მხოლოდ საწყისი სტადიაა კლინიკური კვლევების გარეშე. ასე რომ, ეს საკითხი დღესდღეობით პროცესშია“,- განაცხადა მურაშკომ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან თავდაცვის საკითხზე რუსეთში მუშაობა ფართო გეოგრაფიულ არეალზე სისტემატიურად მიმდინარეობს.