გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად კრანტინშია. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსში სადაც დევნილები ცხოვრობენ, ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
კორონავირუსი 35 წლის კაცსა და მის მშობლებს დაუდგინდათ. ანალიზები კაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მეზობლების ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მათივე თქმით, ტერიტორია ამჟამად მკაცრად კონტროლდება. შენობაში 25 ოჯახი ცხოვრობს და ისინი შესაბამისი ღინისძიებების გატარებას ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.
IMEDINEWS.GE