არსებობს ვარაუდი, რომ ჩინეთის სიდიდით მეორე კომპანიამ, Tencent-მა სრულიად შემთხვევით გამოაქვეყნა რეალური ციფრები ჩინეთში კორონავირუსისგან დაღუპულების და დაავადებულების შესახებ. ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა მონაცემები შაბათს განაახლა და ციფრებმა შოკში ჩააგდო მომხმარებელი. ამ ციფრების თანახმად, დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში 154 ათასი ადამიანია, დაღუპულთა რაოდენობა კი 24,5 ათასი. ეს ციფრები 80-ჯერ აღემატება ოფიციალურად გამოცხადებულ რაოდენობას.
(ფოტო: Taiwan News)
მალევე საიტზე ეს მონაცემები გაქრა და ახალი ციფრები გამოჩნდა, რომელიც ოფიციალურად გამოცხადებულს შეესაბამებოდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულია 14 466 ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 304-ია (შაბათის მონაცემებით).
არსებობს ვარაუდი, რომ პეკინის კომუნისტური პარტია მალავს რეალურ ციფრებს და კომპანიის ეს „შეცდომა“ სულაც არ არის შეცდომა.
ამავდროულად, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორგებში ცხედრების გარკვეულ რაოდენობას არ არეგისტრირებენ.