კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. სასულიერო პირს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზე აღასრულებდა.
როგორც გაირკვა, მედიცინის ინსტიტუტის თამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ აღნიშნული სასულიერო პირი გახდა, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია სასულიერო პირის დისშვილი და დედამთილი.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.