სამხრეთ ავსტრალიის მეცნიერთა ჯგუფმა დრონების შექმნა, რომელთა დახმარებითაც აპირებენ თვალყური ადევნონ ინფექციური რესპირატორული დაავადებებით, მათ შორის, კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ პაციენტებს. ამის შესახებ იუწყება Xinhua.
დრონს შეეძლება, ადამიანს გაუზომოს ტემპერატურა, შეაფასოს მისი გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე.
დრონების საშუალებით, აგრეთვე, გამოავლენენ საეჭვო სიმტომებიან ადამიანებს – ხველა, ცემინება – ოფისებში, საკრუიზო გემებზე, აეროპორტებში, მოხუცთა სახლებში და სხვა ადგილებში, სადაც მაღალია ინფექციის გადადების რისკი.
დრონების შექმნის პროექტს ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტრო. ცნობილია, რომ დამუშავებული ტექნოლოგიის გამოყენებას თავდაპირველად ე.წ. „ცხელ წერტილებში“ და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულ რაიონებში აპირებდნენ. გარდა ამისა, დრონებს უნდა შეეფასებინათ ნაადრევად დაბადებული ბავშვების გულისცემა.
წყარო: meddaily.ru