LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

კორონავირუსით უცხოეთშ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთშივე კრძალავენ

დაპოსტა 2020/03/26-ში
გაზიარება

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში დაკრძალავენ.

34 წლის ცირა ალიხანაშვილს, 27 მარტს, მადრიდრის სასაფლაოს აკლდამაში დაკრძალავენ. ცირას ოჯახმა უარი თქვა მის კრემაციაზე.  მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენების დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს. თუმცა, როგორც საელჩოში განუმარტეს, ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებენ ან ესპანეთშივე კრძალავენ. ოჯახის წევრებს კი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ მათი სამშობლოში გადასვენება.

როგორც ცირა ალიხანაშვილის მული, ხათუნა ნაჭყებია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, ოჯახის წევრებს, მიცვალებულთა გამომშვიდობების საშუალება არ ექნება:

„ჩვენ არ გვინახავს ცირას გვამი. მისი ნივთებიც კი დალუქულია. როგორც საავადმყოფოში განგვიმარტეს, არსებობს ინფიცირების რისკი და ამიტომ, მას პირდაპირ გადაასვენებენ აკლდამაში. ჩემ ძმას მისცემენ სპეციალურ ნომერს და ეცოდინება, სად არის დაკრძალული. საქართველოს საელჩო ცდილობდა დაგვხმარებოდა, მაგრამ ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, ვერ ეწინააღმდეგება. ვითხოვე გამონაკლისი, რომ დაელუქათ კუბო, არ ავხდიდით, ისე გაეტანებინათ ჩვენთვის, რომ თავის მიწა-წყალზე დაგვეკრძალა და დაეტირა დედას და შვილებს, მაგრამ საელჩოშიც ამიხსნეს, რომ იმიტომ არ ხერხდება გადასვენება, რომ კორონავირუსით არის დაღუპულიო და შესაძლოა, გვამიდანაც დაინფიცირდეს ადამიანიო. ჩემმა ძმამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს ცირას აკლდამაში დაკრძალვის თანხმობაზე. მას აუცილებლად ჩამოვასვენებთ საქართველოში. შვილებს ექნებათ დედის საფლავი. დედას კი შვილის საფლავი“.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქალი მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით ის სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.

უკვე დაკრძალეს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 74 წლის ქალი, დოდო ასამბაძე. ქალაქ არნედოში მან 20 წელი იცხოვრა. როგორც მისი ახლობელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქალი გარდაცვალების დღესვე, არნედოს სასაფლაოს აკლდამაში, სამგლოვიარო ცერემონიალის გარეშე, პირდაპირ საავადმყოფოდან გადაასვენეს:

„კარგად ვიცნობდით, ძალიან თბილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს აწუხებდა ძალიან ბევრი სახის ქრონიკული დაავადება, გული, თირკმელი. სანამ გარდაიცვლებოდა, ერთი კვირის გამოსული იყო ჰოსპიტლიდან და ძალიან უნდოდა საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ, გზები უკვე ჩაკეტილი იყო. არნედოელები ვგლოვობთ და იმედია, გზები გაიხსნება, მის ცხედარს გადაასვენებენ სამშობლოში და ქალიშვილის გვერდით, ბათუმში, დაკრძალავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემაციის გადაწყვეტილება მიიღეს ბარსელონაში გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 73 წლის კაცის ოჯახის წევრებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ესპანეთს“.

თეგები: დაკრძალვაესპანეთიკორონა
გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

თურქეთში მესამე დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

თებერვალი 8, 2023
92
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ქალი ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მათივე...

დაწვრილებით

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 11200-ს გადააჭარბა

თებერვალი 8, 2023
16
მთავარი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით...

დაწვრილებით

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა

თებერვალი 8, 2023
10
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც...

დაწვრილებით

პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს-ოლაფ შოლცი

თებერვალი 8, 2023
21
მთავარი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა საჯარო შეჯიბრი ზოგიერთ ქვეყანას შორის, თუ ვის შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ავნებს. „ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია....

დაწვრილებით

“ის დანაშაულს არ აღიარებს”-ესებუას ადვოკატი

თებერვალი 8, 2023
35
მთავარი

ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ  პირდაპირ ეთერში განაცხადა,...

დაწვრილებით

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

თებერვალი 8, 2023
25
მთავარი

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც...

დაწვრილებით

11 თებერვლიდან ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

თებერვალი 8, 2023
20
მთავარი

2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი. გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და...

დაწვრილებით

საქართველოს მიწა მაინც გერგოს..-ქალბატონი რომელსაც თურქეთში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 8, 2023
1.1k
მთავარი

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.. "ია როგორ მტკივა გული ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავუშობიდან დაწყებული გულის დარდები ჩემო საწყალო გოგო ეხლა...

დაწვრილებით

უმძიმესი ტრაგედიის გამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სპექტაკლები მოხსნილია

თებერვალი 8, 2023
68
მთავარი

მესხიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "08.02.2023 გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი რეზი ქაროსანიძე🖤 ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო, მიმდინარე კვირის სპექტაკლები მესხიშვილის თეატრში მოხსნილია. P.S. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და...

დაწვრილებით

ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება-ქუთაისში ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

თებერვალი 8, 2023
29
მთავარი

ქუთაისში თურქეთში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს : მეგობრებო თურქეთში მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ათი ათასობით ბავშვი ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

სექტემბერი 10, 2019
217
მთავარი

მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია – NDI

ივლისი 28, 2020
520
მთავარი

ქუთაისში ”მაგნიტი” გაქურდეს

ოქტომბერი 17, 2020
8.4k





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!