ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 563-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში 3,694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე ჩინეთში ვირუსით 28,018 ადამიანია დაინფიცირებული.
გარდა ამისა, ჩინეთს ფარგლებს გარეთ, ვირუსი 27ქვეყანასა და რეგიონშია დაფიქსირებული, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.