მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორანივირუსის წინააღმდეგ მიმართული პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს ხელმისაწვდომი.
„ასე რომ, ჩვენ დღეს არსებული იარაღების გამოყენებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ოფიციალურად ეწოდა „COVID-19“ და სხვა სახელით მისი მოხსენიება არასწორი იქნება.