კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში, დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე იგი გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაინიშნება.