,,კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ მალე ქვეყანამ 5G ტექნოლოგიის გამოყენება შეძლოს” -ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
,,5G დანერგვის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის განვითრების ახალ შესაძლებლობებს მიიღებს:
? ახალი ტექნოლოგია ექიმებს პაციენტების დისტანციურად მკურნალობის საშუალებას აძლევს
☘ 5G ვიდეო სენსორის საშუალებით, სასუქი და პესტიციდის გამოყენებას ზუსტად იქ უზრუნველყოფს, სადაც საჭიროა
? 5G ინტერნეტი ეფექტურად აგეგმარებს საავტომობილო მოძრაობისა და პარკირების სისტემებს – ეს 5G შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია
❗ ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის პარალელურად, ყოველთვის ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ის ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ასე იყო 2G, 3G და 4G ტექნოლოგების დანერგვის შემთხვევაშიც.
? FAKE NEWS-მა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ამის შესახებ განმარტებებს სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან ერთად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკეთებს
▪კომუნიკაციების კომისია მომავალს ნერგავს დღეს”-წერია კომისიის ოფიციალურ ფბ. გვერდზე.