LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნოდარ მამისაშვილი

კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი გარდაიცვალა

დაპოსტა 2022/01/10-ში
A A
249
ნახვა
გაზიარება

გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დიდი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

„ნოდარ მამისაშვილის პიროვნება უნიკალურია თავისი მრავალმხრივობით და სისტემური აზროვნებით. ნოდარ მამისაშვილი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველად მსოფლიოში შექმნა ცხრა საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმ.სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში. რაც მნიშვნელოვანია, ქართული სამგალობლო ჰარმონიიდან, მან გამოყო ძირითადი ფუძე – ტონები და გადაიტანა ცხრა ზარის ხმოვანებაში. ასევე მოახდინა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით: ორი მოხმობის ზარი, ორი მიმტევებლობის, ორი სამგალობლო, ერთი მონანიების, ლოცვის, ერთი დიდების ზარი.

როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო, მათ შორის ოპერის, ბალეტის, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკის. იგი ავტორია საბავშვო ოპერის „ბაქია – ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის, ნაწარმოებებისა სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის, ინსტრუმენტული კონცერტების, საგუნდო, საგუნდო-სიმფონიური, იგი ასევე არაერთი კამერული ნაწარმოების შემქმნელია. ნოდარ მამისაშვილი მოღვაწეობს გამოყენებითი მუსიკის სფეროშიც. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისთვის. აღსანიშნავია მისი „ტანდემი“ ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფილმები „დიდი მწვანე ველი“ და „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, სადაც მუსიკა გვხიბლავს თავისი გულწრფელობით. ნოდარ მამისაშვილის შემოქმედება ღრმად ეროვნული და ამავდროულად ინტერნაციონალური და ზოგადსაკაცობრიო. იგი ეროვნული საწყისის ისეთ ღრმა შრეებს ეხება, რომლებიც ხანდახან არცთუ ადვილი შესამჩნევი და აღსაქმელია.

კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკარგს“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება100

დაკავშირებული -პოსტები

ჩამოიშალა მიწის მასა – სად იკრძალება მოძრაობა

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
კაცი სახლში შებრუნდა,  ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა – ქედაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
მთავარი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.   კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.   როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე...

დაწვრილებითDetails

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი თუ დღეს დახმარება გთხოვეს, აუცილებლად დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, როგორი მნიშვნელოვანი საქმითაც უნდა იყოთ დაკავებული. კურო მეტად მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, რადგან ის სიტუაციები, რომელშიც ახლა თქვენ ხართ, დაჩქარებული ტემპით განვითარდება...

დაწვრილებითDetails

“მე რა მიქნეს, დღემდე არ ვიცი,გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! “- გიორგი ჩიკვაიძე

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“მე რა მიქნეს, დღემდე არ ვიცი,გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! “- გიორგი ჩიკვაიძე
მთავარი

პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რა კრიმინალური დანაშაულიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჩაიდინეს, გამოუთქმელი ბოროტებაა“. გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, თავად ეტლში ზის და მარცხენა...

დაწვრილებითDetails

“შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს” – რადოსლავ სიკორსკი

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს” – რადოსლავ სიკორსკი
მთავარი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას. სიკორსი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას,...

დაწვრილებითDetails

გონიოში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
გონიოში ავარია მოხდა
მთავარი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა აფსაროსის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დამატებითი დეტალები  ჯერ უცნობია.  წყარო: აჭარა თაიმსი ფოტო: ხვიჩა ასამბაძე

დაწვრილებითDetails

ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა
მთავარი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში, 14 ივლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიემო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ე.წ "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ჩატარდა. „გიდასტურებთ, რომ საგამოძიებო სამსახური...

დაწვრილებითDetails

“ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს” – ნატალი ლუაზო

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს” – ნატალი ლუაზო
მთავარი

ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ლუაზო თავისი განცხადებით “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

“ჩემი სიცილი არ მოგეწონათ, თუ რატომ არის, რომ რვა თვეა ციხეში ვართ?” – საპროტესტო აქციებზე დაკავებული ჯანო არჩაია პროკურორს

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“ჩემი სიცილი არ მოგეწონათ, თუ რატომ არის, რომ რვა თვეა ციხეში ვართ?” – საპროტესტო აქციებზე დაკავებული ჯანო არჩაია პროკურორს
მთავარი

მაინტერესებს პროკურორისგან, 8 თვეა ციხეში ვართ, ერთი დაზარალებული არ მოგიყვანიათ, რომელიც ხელს დაგვადებს. ჩემი გაცინება არ მოგეწონათ, თუ რატომ არის, რომ 8 თვეა ციხეში ვართ?, - ასე მიმართა საპროტესტო აქციების დროს,...

დაწვრილებითDetails

“ადამიანი არის ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს “- პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს - ასე რომ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"