84 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.
ყველასათვის საყვარელი მაესტრო არაერთი ფილმისა და სპექტაკლის მუსიკის ავტორია. მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები დღემდე მსმენელთათვის საყვარელი და პოპულარულია.
,,განსაკუთრებულად აღსანიშნავია გია ყანჩელის სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს” წერია ქართულ ვიკიპედიაში.