LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კომენდანტის საათის დარღვევის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დაპოსტა 2020/04/11-ში
103
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 55 მოქალაქე დააჯარიმა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

დაჭრა ბაკურიანში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების...

დაწვრილებითDetails

“არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან ” – პროკურორი

იანვარი 21, 2026
439
მთავარი

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში სხვა არასრულწლოვანებს ეხმარებოდა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების საჩივრებზე რუსეთის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა

იანვარი 21, 2026
18
მთავარი

საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა, - ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, წერილობით პოზიციაში საია მიუთითებს, რომ „სამხრეთ...

დაწვრილებითDetails

” რატომ მალავენ საქმის მასალებს? გამოიტანონ სააშკარაოზე” – დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატი

იანვარი 21, 2026
192
მთავარი

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ შეეშვან ჩემი არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფი პირის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგს და ლანძღვას - საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი, არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

იანვარი 21, 2026
19
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით – უკრაინის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ი.ხ. დააკავეს. შსს-ს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 21, 2026
31
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

იანვარი 21, 2026
364
მთავარი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

“თავისუფლებას გისურვებთ ყველას! ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით” – ონისე ცხადაძე

იანვარი 20, 2026
74
მთავარი

პირველად არის, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა,- ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან მცირე რეპლიკით მას შემდეგ ისარგებლა, რაც მისმა ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში...

დაწვრილებითDetails

რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე – რევაზ კიკნაძე

იანვარი 20, 2026
25
მთავარი

რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა რევაზ კიკნაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ....

დაწვრილებითDetails

 ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა

იანვარი 20, 2026
114
მთავარი

 ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ოთხივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».