LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კომენდანტის საათის დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინდა

დაპოსტა 2020/04/03-ში
60
ნახვა
გაზიარება

ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 – საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ შსს-დან იუწყებიან.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურის პასუხი გიგა ავალიანის დედას

იანვარი 7, 2026
582
მთავარი

პროკურატურა, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. პროკურატურის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავ უწყებას ჰქონდა და აქვს შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ საქმეზე. „საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
362
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა დამაიმედებელ ტენდენციას ინარჩუნებს. დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია და პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს. "ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
108
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა და 3 პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 7, 2026
16
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო...

დაწვრილებითDetails

ვითარება საავტომობილო გზებზე

იანვარი 7, 2026
76
მთავარი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

დაწვრილებითDetails

„ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს“ – ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
85
მთავარი

საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციით მიმართავს. „ჩემო საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ახალ წელს და გთავაზობთ ჩემს რჩევებს, რასთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა შემოდის. საახალწლო...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
10
მთავარი

საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მიმართავს. „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი. აქვე განვმარტავთ,...

დაწვრილებითDetails

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

იანვარი 7, 2026
16
მთავარი

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე

იანვარი 7, 2026
23
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:   ,,საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 6, 2026
136
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».