საქართველოში გამოვლენილი Сovid 19-ის დადებითობის მაჩვენებელი 10.73%-მდე გაიზარდა. ბოლო 14 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9.08%-ს გაუტოლდა, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%-ია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 208 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში სულ გამოვლენილია 692 240 შემთხვევა. მათგან მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511-ია.