კოვიდ ცხრამეტთან დაკავშირებული შეზღუდვები ნელ-ნელა მსუბუქდება. მთავრობამ უკვე დაუშვა ღია სივრცეში ქორწილები და ქელეხები. აკრძალვების შემსუბუქებასთან ერთად კი იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მართალია, ზრდა მხოლოდ გარდაბნის რეგიონშია ინტენსიური, თუმცა საფრთხე არ მოხსნილა.
“მეგა ტვ”-ის ჟურნალისტები დანტერსდნენ რას ფიქრობს საზოგადოება, რამდენად იცავენ ისინი წესებს და მოდუნდნენ თუ არა ქუთაისელები მწვანექალაქის სტატუსის ფონზე.









