ისრაელში მოღვაწე ექიმი შირან შაპირა ანტიკოვიდური წამალის შესახებ ყვება, რომელიც 100 პაციენტზე გამოიცადა და ისინი 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ.
მისივე თქმით, წამალს ჯერჯერობით არავითარი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია.
„წლებია, რაც მე და ჩემი კოლეგები კიბოს პრევენციაზე და მკურნალობაზე ვმუშაობთ. ჩვენი შექმნილია ორი სხვადასხვა პრეპარატი – „სიდი24“, რომელზეც 20 წელზე მეტია ვმუშაობთ და „ექსოზომი“, რომელსაც უკვე ბოლო ოთხი წელია წარმატებით ვიყენებთ კიბოთი გამოწვეული სხვადასხვა სიმპტომების სამკურნალოდ, რადგან კოვიდს მათი ნაკრები აქვს გაჩნდა იდეა ხომ არ გაგვეერთიანებინა ეს ორი პრეპარატი. მთელმა პროცესმა 6 თვე წაიღო,“ – ამბობს შირან შაპირა „მთავარი არხის“ ეთერში.