10 000 ლარის პირველი მოგებული ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში მცოვრები, 72 წლის პენსიონერია
ნიკოლოზ რეხვიაშვილმა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის “სინოფარმის” პირველი დოზა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.
“ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია, ეს ჩემი პირველი მოგებაა და სიმართლე გითხრათ შოკირებული ვარ, პირველი აცრა სამი დღის წინ გავიკეთე, დღეს ლატარიის კომპანიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 10 000 ლარი მოვიგე.
უზომოდ გახარებული ვარ. მოგებული თანხით რემონტს გავაკეთებ და თუ ფული დამრჩება, ჩემს წიგნს გამოვცემ, დიდი ხანია დაწერილი მაქვს და უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი დაბეჭდვას”, – ამბობს პოეტი ნიკოლოზ რეხვიაშვილი, რომელიც მწერალთა კავშირის წევრი და ექვსი წიგნის ავტორია.