თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორმის, მაია ჩხაიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა თანმხლდები ბაქტერიული ინფექციით გართულდა. მას ფილტვის 13-ქულიანი დაზიანება ჰქონდა და კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.
„ბავშვი ჩვენთან 1-ელ სექტემბერს შემოვიდა. ბინაზე, მისი ოჯახის წევრს ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია. ავადობის მე-4 დღე იყო. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა თანმხლები ბაქტერიული ინფექციით იყო გართულებული. ასევე, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. გამოხატული იყო ტეტრაპარეზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს ღრმა ჩამორჩენა და ფილტვის ქსოვილის 13-ქულიანი დაზიანება. შემოსვლის დღიდანვე, ჟანგბადდამოკიდებული იყო. გუშინ მდგომარეობა უფრო გართულდა და საღამოს, 20:00 საათისთვის გარდაიცვალა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.