„კლინიკა ბომონდში“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება გაიხსნა. 18 საწოლზე გათვლილ განყოფილებაში მედიკოსები სხვადასხვა სირთულისა და გართულების მქონე ახალშობილთა ჯანმრთელობაზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ. განყოფილება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურითა და ძლიერი გუნდით.
ახალშობილთა რეანიმაციის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ საქართველოსა და ქვეყანაში ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. “კლინიკა ბომონდს“, რომელიც უკვე მესამე დონის პერინატალური ცენტრია, ნებისმიერი სირთულის ორსულისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია. არსებობის 20 წლიანი ისტორიის მქონე კლინიკაში პაციენტებს ემსახურება ძლიერი სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური, ქირურგიული დეპარტამენტი, რეანიმაცია, ძლიერი ნეონატოლოგიური სამსახური, ახალშობილთა რეანიმაცია, რადიოლოგიური დეპარტამენტი, ოფთალმოლოგიური და კარდიოლოგიური სამსახურები.
“კლინიკა ბომონდი”-ს ისტორია 20 წლის წინ, გინეკოლოგიური განყოფილების ჩამოყალიბებით დაიწყო. დღეს “ბომონდი” მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსა და პაციენტების მიერ გამოცხადებული ნდობა კლინიკის მთელ გუნდს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
დასავლეთ საქართველოში ლიდერი კლინიკა მუდმივ რეჟიმში ცდილობს იზრუნოს სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხსა და იმ ადამიანებისათვის კომფორტის შექმნაზე, რომლებიც კლინიკას ყველაზე მთავარს-საკუთარ ჯანმრთელობას ანდობენ.
(R)









