“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ორივე გამოჯანმრთელებული არასრულწლოვანია.
ამ დრომდე კლინიკაში კორონავირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა. აქედან სამი ბავშვი, ერთი ორსული და ორი ზრდასრული პაციენტია.
კოვიდკლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით მკურნალობის კურსს 95 პაციენტი აგრძელებს. უახლოეს დღეებში მედიკოსები კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.